უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი თვლის, რომ მშვიდობის შემდგომ სამიტში რუსეთის მონაწილეობა შეიძლება „მარცვლეულის შეთანხმების” ფორმატით

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა მ მიანიშნა, რომ რუსეთთან პირდაპირ კონტაქტებს არ ესწრაფვის, მაგრამ მისი მონაწილეობა მშვიდობის მეორე სამიტში შესაძლებელია შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის ფორმატით.
“ევროპეისკაია პრავდა” იტყობინება, რომ კულებამ ეს განაცხადა ტელემარათონის – „ედინიე ნოვოსტის” ეთერში. შეკითხვაზე, ვინ შეიძლება წარმოადგენდეს რუსეთს მშვიდობის მეორე სამიტზე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ არის შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის შესახებ მოლაპარაკების „ძალიან წარმატებული გამოცდილება,“ როცა მოლაპარაკებას აწარმოებდა თურქეთსა და გაეროსთან, ხოლო გაერო და თურქეთი მოილაპარაკებდა თურქეთსა და გაეროსთან. „და შეთანხმება გამოიყურებოდა როგორც დოკუმენტი, რომელიც გაფორმდა თურქეთს, გაეროსა და უკრაინას შორის და ასევე თურქეთს, გაეროს და რუსეთს შორის და ასე შედგა შეთანხმება“- თქვა კულებამ,
თუმცა, იქვე განაცხადა კულებამ, კიევს დიდად არ სურს რუსეთთან პირდაპირი კონტაქტი, თუ გავითვალისწინებთ მის დანაშაულს და მოსკოვის სტრატეგიულ მიზანს, მოსპოს უკრაინის სახელმწიფო.
ადრე შვეიცარიამ, სადაც გაიმართა მშვიდობის სამიტი უკრაინის შესახებ, განაცხადა, რომ რუსეთთან, ასევე ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან, რომლებიც არ მონაწილეობდნენ სამიტში, განიხილავს სამიტის შედეგებს. შვეიცარიამ ამასთან გაიმეორა, რომ ს მონაწილეობა სამშვიდობო პროცესში საკვანძოა.
მშვიდობის სამიტის მონაწილეებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი კომუნიკე მშვიდობის საფუძვლების შესახებ.