უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის სამი დღით ჩინეთს ესტუმრება რუსეთთან ომის სამშვიდობო მოწესრიგებაზე სასაუბროდ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი 23-25 ივლისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვევა ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვან ის მოწვევით. რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით ორმხრივ თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხებს შორის მხარეები უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ს ფართომასშტაბიანი ომის თაობაზეც იმსჯელებენ.

“განხილვის მთავარი თემა იქნება რუსეთის აგრესიის შეჩერების გზების ძიება და ჩინეთის შესაძლო როლი მდგრადი და სამართლიანი მშვიდობის მიღწევაში”, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
გასულ კვირას, დიდ ბრიტანეთში ყოფნისას, უკრაინის პრეზიდენტმა მ განაცხადა, რომ მთელ მსოფლიომ უნდა მოახდინოს ზეწოლა რუსეთზე, რათა დაარწმუნოს ის, რომ დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და განიხილოს ომის დასრულება.

“ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ტერიტორია ძალით უნდა დაბრუნდეს. ვფიქრობ, დიპლომატიის ძალას შეუძლია დახმარება”, – განაცხადა მან და დასძინა, რომ რაც უფრო სუსტია რუსეთი ბრძოლის ველზე, მით უფრო ძლიერია უკრაინის პოზიცია მოლაპარაკებების მაგიდასთან.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 17 ივნისს განაცხადა, რომ ჩინეთი რუსეთს აწვდის ტექნოლოგიას, რაც ახანგრძლივებს რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას ში, და მოუწოდა პეკინს, პასუხი აგოს ამ მხარდაჭერის შედეგებისთვის.