“უკრაინის დამოკიდებულება საგარეო მხარდაჭერაზე თანდათან მცირდება და ეს პროცესი უნდა დაჩქარდეს”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრისას თეთრ სახლში განაცხადა.
“უკრაინა თანდათან ამცირებს დახმარებაზე დამოკიდებულებას, სწორი მიმართულებით მივდივართ. მე მინდა განვიხილო პრეზიდენტ ბაიდენთან, თუ როგორ გავაძლიერო ეს მოძრაობა”, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე ხაზი გაუსვა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შესაძლებლობას, რათა რუსეთს საჰაერო უპირატესობა ჩამოერთვას და მისი შეტევითი ოპერაციები ჩაშალოს.
მან ასევე მადლობა გადაუხადა აშშ-ს, ამერიკელ ხალხს და ამერიკულ თავდაცვის კომპანიებს, რომლებიც უკრაინას მძლავრი იარაღით ამარაგებენ.
იხილეთ ასევე:
· “არ მინდა, იმედი დაკარგოთ” | ბაიდენი ზელენსკის
· ბაიდენმა ზელენსკისთან შეხვედრაზე თქვა, რომ აშშ უკრაინას 200 მლნ დოლარს გამოუყოფს