უკრაინის საგარეო: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, არ გაჰყვეს ბელარუსის გზას

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ყურადღებით ადევნებდა თვალს 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო ს მიმდინარეობას. ისინი მხარს უჭერენ OSCE/ODIHR-ის საერთაშორისო მისიის დასკვნებს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების შესახებ, რომელმაც დააფიქსირა მრავალი დარღვევა.~
“მოსყიდვა, დაშინება, იძულება და ამომრჩევლებზე ზეწოლა, ხმის მიცემის გამჭვირვალობის არარსებობა, ოპოზიციური პარტიების მასმედიამდე წვდომის შეზღუდვა – ეს მხოლოდ იმ დარღვევების არასრული ჩამონათვალია, რითაც ამ არჩევნებმა თავი დაგვამახსოვრებინა. გასაკვირი არ არის, რომ ამ არჩევნების შედეგებმა რუსეთში დიდი მოწონება დაიმსახურა, რადგან სწორედ რუსული რეჟიმისთვის დამახასიათებელია ნების გამოვლენის შედეგებზე ზემოქმედების ასეთი მეთოდები. ამავე დროს, ისინი შეუთავსებელია საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ გზასთან ევროკავშირისა და NATO-სკენ. არჩევნების ლეგიტიმურობის უზრუნველსაყოფად და პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილების მიზნით უნდა მოხდეს საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ დადგენილი ფაქტების გამოძიება. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, არ გაჰყვეს ბელარუსის გზას”, – აღნიშნულია განცხადებაში.