ლატვიის მთავრობამ 2023 წლის საომარი მოქმედებების შემდეგ ჩერნიგოვის რეგიონის რეკონსტრუქციისთვის 5 მილიონი ევრო გამოყო და იმავე თანხის გამოყოფას უკრაინის რეკონსტრუქციისთვის მომავალ წელსაც გეგმავს – ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩმა კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“წელს ჩვენ 5 მილიონი ევრო დავხარჯეთ ჩერნიგოვის რეგიონში. ეს არის მხოლოდ სამთავრობო სახსრები, კერძო სუბიექტების მიერ დაბანდებული თანხების გათვალისწინების გარეშე. მომავალ წელს ვგეგმავთ მინიმუმ 5 მილიონი ევროს გამოყოფას უკრაინის რეკონსტრუქციისთვის,” განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა.
ლატვიის პრეზიდენტთან ერთად, დღეს, 24 ნოემბერს უკრაინაში ვიზიტით ლიეტუვას პრემიერმინისტრი ინგრიდ შიმონიტე ჩავიდა.