უკრაინის რამდენიმე ოლქში, მათ შორის კიევში, საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა

ომი გრძელდება უკრაინაში – საჰაერო განგაში რამდენიმე ოლქში, მათ შორის, კიევში, ბალისტიკური იარაღით შესაძლო თავდასხმის გამო ჩაირთო. რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანეს, დაშავდა 2 ადამიანი. 28-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქის 8 სასაზღვრო დასახლება, აფეთქებები იყო პოლტავის ოლქშიც. შედეგად, დაზიანდა საწარმოო ობიექტი.
ამავე დროს, NATO-ს გენერალური მდივანი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ალიანსმა და შეერთებულმა შტატებმა უკრაინის მხარდაჭერა უნდა განაგრძონ და, გარკვეულ ეტაპზე, NATO-ს სრულუფლებიან წევრად უნდა მიიწვიონ. იენს სტოლტენბერგის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში პუტინმა არ მიაღწიოს იმას, რაც სურს, რადგან ეს იქნება წახალისება სხვა ავტორიტარული რეჟიმებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა