უკრაინის რამდენიმე ოლქში, სარაკეტო თავდასხმის საფრთხის გამო, საჰაერო განგაში გამოცხადდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, განგაში გამოცხადდა სუმის, პოლტავას, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, კიევის, ჩერნიგოვის, ჩერკასისა და კიროვოგრადის ოლქებში.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებების ხმები ისმოდა ლვოვში, ხარკოვსა და ჩერკასში. მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსულმა ძალებმა ოდესის ოლქზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს, ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევებმა მაღალსართულიანი შენობა დააზიანა და ხანძარი გაჩნდა. ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.