უკრაინის რადას თავმჯდომარე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფება

უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი სამუშაო ვიზიტით -ში იმყოფება. რადას პრესსამსახურის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარის ვაშინგტონში ყოფნის მთავარი მიზანი, უკრაინისადმი აშშ-ის მხარდაჭერის გაძლიერებაა.

მათივე ცნობით, მოსალოდნელია შეხვედრები ამერიკელ პარტნიორებთან და ში სამხედრო დახმარების გაფართოებისა და უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის შესახებ დისკუსია.
ასევე, ცალკე განიხილება უკრაინის შემდგომი მაკროფინანსური დახმარება ს აგრესიის პირობებში, აშშ-ის კონგრესში უკრაინის სასარგებლოდ საკანონმდებლო ინიციატივების მხარდაჭერა და უკრაინის მშვიდობის ფორმულის განხორციელება.