უკრაინის რადამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის 90 დღით გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა

უკრაინის რადამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის 90 დღით გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინაში საომარი მდგომარეობის გახანგრძლივებას მხარი 357-მა დეპუტატმა დაუჭირა.
საომარი მდგომარეობა 9 მაისიდან 6 აგვისტომდე გაგრძელდება.
საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის ვადის გაგრძელების შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ ხმა ერთმა დეპუტატმა, ოლექსი გონჩარენკომ მისცა.
ახლა კანონპროექტს ხელი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა მოაწეროს.

ასევე დაგაინტერესებთ

ილჰამ ალიევი – სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი

მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ნოღაიდელს – პუტინთან იყავი თუ არა შეხვედრაზე? „ეკაჩავე“, „ებლატავე“ თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, ნაძირალა – ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?