უკრაინის პრემიერ-მინისტრმა იულია სვირიდენკომ განაცხადა, რომ 2026 წლიდან უკრაინის სკოლებში კვება უფასო გახდება ყველა მოსწავლისთვის – 1-დან მე-11 კლასამდე. ამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებით რესურსებს მოიძიებენ.
“ჩვენ დავალება მივეცით განათლებისა და მეცნიერების მინისტრს და ფინანსთა მინისტრს. ეს სიგნალია თქვენთვის – თემებისა და რეგიონების წარმომადგენლებისთვის.” – თქვა მან.
2025 წელს, ახალი სასწავლო წლის დასაწყისიდან უფასო კვებით ისარგებლებენ მე-5-მე-11 კლასის მოსწავლეები უკრაინის ცხრა ფრონტისპირა რეგიონში – სახელმწიფო ბიუჯეტიდან თითქმის 780 მილიონი ჰრივნა (18.88 მილიონი აშშ დოლარი. – რედ.) გამოიყო.