უკრაინის პრემიერ-მინისტრად იულია სვირიდენკო დაინიშნა

უკრაინის პრემიერ-მინისტრი იულია სვირიდენკო გახდა.
უმაღლესმა რადამ მის კანდიდატურას 262 ხმით დაუჭირა მხარი.
სვირიდენკო 2021 წლიდან იკავებდა უკრაინის ეკონომიკის მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას. მანამდე ის იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრეი ერმაკის მოადგილე.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, სვირიდენკოს ნაცვლად ეკონომიკის სამინისტროს ამჟამინდელი პირველი მოადგილე, ალექსეი სობოლევი უხელმძღვანელებს. დენის შმიგალი კი, რომელიც 2020 წლის მარტიდან იკავებდა პრემიერ-მინისტრის პოსტს, თავდაცვის სამინისტროს ჩაიბარებს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სვირიდენკოს პრემიერის პოსტი ოფიციალურად შესთავაზა 14 ივლისს. მანამდე მედია წერდა უკრაინის მთავრობაში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია