უკრაინის პრემიერი – რუსეთის სასტიკი თავდასხმების კიდევ ერთი ღამე – უკრაინის ქალაქები გრძნობენ, თუ რას ნიშნავს სინამდვილეში რუსეთის ე.წ. „მშვიდობის სურვილი“

უკრაინის ქალაქებზე რუსეთის სასტიკი თავდასხმების კიდევ ერთი ღამე, , ივანო-ფრანკოვსკი, ხარკოვი – სხვა ქალაქებთან ერთად – გრძნობენ, თუ რას ნიშნავს სინამდვილეში რუსეთის ე.წ. „მშვიდობის სურვილი“, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ მინისტრი, იულია სვირიდენკო სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მხოლოდ იმიტომ აგრძელებს მოქმედებას, რომ მას ჯერ კიდევ არ განუცდია რეალური შედეგები. ყოველ დაყოვნებას თავისი ფასი აქვს და მხოლოდ თამამ რეაგირებას შეუძლია შემდეგი თავდასხმების შეჩერება“, – წერს უკრაინის პრემიერი.
ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინას 450 დრონით და რაკეტით შეუტია. 23 დრონის დარტყმა 3 ლოკაციაზე დაფიქსირდა.
უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ აღნიშნა, რომ ნგრევა და ნანგრევების ცვენა დაფიქსირდა კიევის გოლოსეევსკის, დარნიცკის, დნეპროვსკის, ობოლონსკის, სვიატოშინსკის და სოლომენსკის რაიონებში. ვრცელდება ინფორმაცია ერთი დაღუპულისა და შვიდი დაშავებულის შესახებ.
ამასთან, რუსებმა მასშტაბური შეტევა განახორციელეს ივანო-ფრანკოვსკიზე. ქალაქის მერის, ივან მარცინკივის განცხადებით, რუსებმა გამოიყენეს სხვადასხვა ტიპის რაკეტები, ასევე „შაჰედის“ დრონები. თავდასხმის შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები, დაშავდა, სულ მცირე, სამი ადამიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)