უკრაინის პრემიერი – მადლობა შარლ მიშელს და ევროკავშირის ლიდერებს ურყევი მხარდაჭერისთვის

მადლობა შარლ მიშელს და ევროკავშირის ლიდერებს ურყევი მხარდაჭერისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა ევროკავშირის ლიდერების მიერ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განაცხადა.
„მივესალმებით ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას, უკრაინისთვის 2024-2027 წლებში 50 მილიარდი ევროს ოდენობის ახალი ფინანსური ინსტრუმენტის შექმნის შესახებ. ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ომის დროს უკრაინელი ხალხის გამძლეობის მიმართ კიდევ ერთხელ აჩვენეს თავიანთი სოლიდარობა და ერთიანობა. მადლობა შარლ მიშელს და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს ურყევი მხარდაჭერისთვის. თქვენს თითოეულ ხმას ჩვენს საერთო გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. 2027 წლის ბოლომდე 50 მილიარდი ევროს პაკეტი აღნიშნულის გარანტიაა“, – განაცხადა დენის შმიგალმა.
შეგახსენებთ, ევროკავშირის ლიდერებმა დღეს, ბრიუსელში გამართულ სპეციალურ სამიტზე უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს მოცულობის დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი: პატრიარქი ხშირად ახსენებდა მადლიერებას, ქრისტიანისთვის აუცილებელ და ღმერთთან დამაკავშირებელ თვისებას – ახლა, მისი ღვთივ განსვენების დროს, ვხედავთ ამ მადლიერებას მისი ხალხის თუ საერთაშორისო საზოგადოებისგან

მეფე ჩარლზ III: 2011 წელს მისი უწმინდესობის ვიზიტი და შეხვედრა მის უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II-სთან წარმოადგენდა ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს შორის არსებული თბილი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების ნათელ დასტურს