უკრაინის პრეზიდენტს სურს, თვითონ მიმართოს ამერიკელ სენატორებს დახმარების თხოვნით

უკრაინის პრეზიდენტს, ს, უნდა, სენატის დახურულ სხდომას მიმართოს თავისი ქვეყნისთვის -ის შემდგომი დახმარების გადაუდებლობის შესახებ განცხადებით, – ამის შესახებ თქვა აშშ-ის სენატის დემოკრატიული უმრავლესობის თავმჯდომარემ, ჩაკ შუმერმა. მან ყველას მოუწოდა, მონაწილეობა მიიღო ამ მნიშვნელოვან სხდომაში, რომელზეც ზელენსკის სურს განმარტოს, რატომ არის ახლა დახმარება უკრაინისთვის სასწრაფო და აუცილებელი.
თეთრი სახლის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელმა შალანდა იანგმა წერილი გაუგზავნა წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელ სპიკერ მაიკ ჯონსონს და კონგრესის სხვა ლიდერებს.
იანგის თანახმად, თუ კონგრესი არ იმოქმედებს, წლის ბოლოს ამოიწურება უკრაინისთვის იარაღის ახალი პარტიის შეძენის ან ამერიკის არმიის მარაგებიდან მიწოდების შესაძლებლობა.
უკრაინის შემდგომი სამხედრო დახმარების დაფინანსების პროცესს კონგრესში აფერხებს რესპუბლიკელების ნაწილი. სანაცვლოდ ისინი მოითხოვენ არალეგალური მიგრაციის პრობლემის მოსაგვარებლად უსაფრთხოების პოლიტიკის გამკაცრებას აშშ-ის სამხრეთ საზღვრებთან.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს ოქტომბრის ბოლოს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად და 14 მილიარდზე მეტი სთვის, რომელსაც ომი აქვს შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულ „ჰამასთან“.
კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, რომლის წევრთა უმრავლესობა რესპუბლიკელია, 2 ნოემბერს დაამტკიცა მხოლოდ ისრაელის დახმარების კანონპროექტი. რესპუბლიკელების მიერ ინიციირებულმა პროექტმა მხარდაჭერა ვერ მოიპოვა სენატში, სადაც უმრავლესობაში პრეზიდენტ ბაიდენის თანაპარტიელი დემოკრატები არიან.

ასევე დაგაინტერესებთ