უკრაინის პრეზიდენტმა შესაძლოა, გენერალური შტაბის უფროსიც შეცვალოს

უკრაინის პრეზიდენტი შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის გარდა, გენერალური შტაბის უფროსის შეცვლასაც აპირებს. ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ წერს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის და სამხედრო წრეების რამდენიმე ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს 2021 წლის ივლისიდან ხელმძღვანელობს გენერალ-ლეიტენანტი შაპტალა.
„უკრაინსკა პრავდის“ ერთ-ერთი წყაროს თანახმად, შაპტალა და ზალუჟნი შესაძლოა, ამ კვირის შუა პერიოდში გადააყენონ.
ბოლო დღეებში უკრაინის და დასავლეთის მედიასაშუალებებით არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 29 იანვარს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ს შეხვდა და აცნობა, რომ შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიღებულია. 4 თებერვალს ზელენსკიმ იტალიურ ტელეარხ RAI-სთან ინტერვიუში საჯაროდ პირველად დაადასტურა, რომ ფიქრობს ზალუჟნის და არა მხოლოდ მის შეცვლაზე.
თავად გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ 1 თებერვალს გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც უკრაინის სახელმწიფო ინსტიტუტები და სამართლებრივი სისტემა გააკრიტიკა და რუსეთთან ომში მყოფი ქვეყნის ძირითადი ამოცანები დაასახელა.
50 წლის ვალერი ზალუჟნი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალია 2021 წლის ივლისიდან. გენერალი, რომელმაც თავის გუნდთან ერთად შეძლო ს არმიის შეკავება და დაპყრობილი რაიონების ნაწილის დაბრუნება, ში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადამიანია.
2024 წლის 24 თებერვალს ორი წელი შესრულდება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან. 2014 წლიდან ანექსირებული ს გარდა, რუსეთი ამჟამად ნაწილობრივ აკონტროლებს დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”