უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს პრეზიდენტს მადლობას უხდის განცხადებისთვის, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში ომის დაწყებიდან 1000 დღის გასვლასთან დაკავშირებით გააკეთა.
„გმადლობთ თქვენი გზავნილისთვის და სოლიდარობისთვის. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს მხარდაჭერას და ვიმედოვნებთ, რომ ექნება მშვიდობიანი და აყვავებული მომავალი ორივე ერს“, – წერს ზელენსკი ზურაბიშვილის ტვიტზე, სოციალურ ქსელ X-ში.
გუშინ, 19 ნოემბერს, 1000 დღე გავიდა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა.
„თქვენი ვაჟკაცობა იცავს არა მხოლოდ თქვენს დამოუკიდებლობას, არამედ ევროპის საერთო ღირებულებებს რუსული აგრესიისგან“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.