უკრაინის პრეზიდენტი ნორვეგიაში ჩავიდა

შეერთებულ შტატებში ვიზიტის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტის თვითმფრინავი ნორვეგიის დედაქალაქში დაეშვა. ვიზიტი წინასწარ არ იყო გამოცხადებული. ზელენსკი სკანდინავიის ქვეყნების ლიდერების სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ოთხშაბათს ოსლოში გაიმართება.
შეხვედრის მთავარი თემა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განხილვა იქნება. სამიტის ფარგლებში ასევე იგეგმება უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის განხილვა.