უკრაინის პრეზიდენტი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა – ზელენსკი თურქეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
💬 “სტამბოლში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრისას ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები, ასევე ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განვიხილეთ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ქმედებებმა გააძლიეროს უსაფრთხოება და მეტად დაიცვას ხალხი მსოფლიოს ნებისმიერ ნაწილში.
შევთანხმდით უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე. ეს, უპირველეს ყოვლისა, ეხება იმ მიმართულებებს, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ თურქეთს: ექსპერტიზა, ტექნოლოგიები და გამოცდილება. ერთობლივი მუშაობის პრინციპული პოლიტიკური მზაობა არსებობს, ჩვენი გუნდები კი უახლოეს დღეებში დაასრულებენ დეტალებზე მუშაობას. განვიხილეთ პრაქტიკული ნაბიჯები გაზის ინფრასტრუქტურის განვითარების ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად, ასევე გაზის საბადოების ერთობლივი ათვისების შესაძლებლობები.
მადლიერი ვარ პრეზიდენტისა და თურქი ხალხის ჩვენი დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის. ვაფასებთ ჩვენს მრავალწლიან მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელოთ, რომლებიც მთელ ჩვენს რეგიონს გააძლიერებს” – წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში