უკრაინის პრეზიდენტი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ხვდება

ლონდონში, სა და კირ სტარმერის შეხვედრა დაიწყო,- ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
შეხვედრამდე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა დიდი ბრიტანეთის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერას და აღნიშნა, რომ “ჩვენ გვერდში დავუდგებით ს იმდენ ხანს, რამდენიც შესაძლოა საჭირო გახდეს”.
პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა “ურყევ ერთგულებაზე” უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად.
თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა კირ სტარმერს მხარდაჭერისთვის და მადლობა გადაუხადა მეფე ჩარლზს, რომელთან შეხვედრაც ხვალ, 2 თებერვალს, არის დაგეგმილი.
“გვიხარია, რომ ასეთი პარტნიორები და ასეთი მეგობრები გვყავს,” – განაცხადა ზელენსკიმ.