უკრაინის პრეზიდენტი არგენტინაში პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო და გზას აშშ-ისკენ გააგრძელებს

უკრაინის პრეზიდენტი სამხრეთ ამერიკაში თავის პირველი ვიზიტის ჩარჩოებში არგენტინაში ჩავიდა და დაესწრო ამ ქვეყნის ახალი პრეზიდენტის, ს ინაუგურაციას.
ზელენსკიმ საუბარი გამართა მილეისთან, რომელიც თავს ანარქო-კაპიტალისტს და ლიბერტარიანელს უწოდებს, და რომელმაც ახლახან გამართულ არჩევნებში გაიმარჯვა.
მან არაერთხელ გამოთქვა რუსეთთან ომში უკრაინის მხარდაჭერა.
არგენტინისკენ გზად მიმავალმა ზელენსკიმ მოინახულა კაბო ვერდე და მის პრემიერს შეხვდა.
არგენტინაში ჩასვლის შემდეგ ზელენსკი შეხვდა სამხრეთი ამერიკის სამი ქვეყნის – პარაგვაის, ურუგვაის და ეკვადორის, ასევე საფრანგეთის პრეზიდენტებს. ზელენსკის მიზანია მიიმხროს რუსეთთან ომში სამხრეთი ამერიკის ქვეყნები.
ემანუელ მაკრონთან საუბარში ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინისთვის მნიშვნელოვანი იქნება ევროპული საბჭოს მოსალოდნელი გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების გარშემო კიევთან მოლაპარაკების დაწყების შესახებ.
არგენტინის შემდეგ ზელენსკი -ს ეწვევა
.