უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანი – ვოლოდიმირ ზელენსკი ჟურნალისტ ტაკერ კარლსონს ინტერვიუს არ მისცემს

უკრაინის პრეზიდენტი ამერიკელ ჟურნალისტს ტაკერ კარლსონს ინტერვიუს არ მისცემს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანი, სერგეი ნიკიფოროვი ავრცელებს.
„ბატონმა ტაკერ კარლსონმა ს უშიშროების ფედერალურ სამსახურში თავისი წყაროები უფრო ყურადღებით უნდა გადაამოწმოს. უკრაინის პრეზიდენტს სულ სხვა განრიგი აქვს, ტაკერ კარლსონი კი იქ არ არის“, – განაცხადა სერგეი ნიკიფოროვმა.
ცნობისთვის, გუშინ, ამერიკელმა ჟურნალისტმა ტაკერ კარლსონმა, რომელმაც თებერვალში რუსეთის პრეზიდენტ სგან ინტერვიუ აიღო, სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ მალე ვოლოდიმირ ზელენსკისთან ინტერვიუს ჩაწერდა.

ასევე დაგაინტერესებთ