უკრაინის პრეზიდენტის ოფისი – შვეიცარია მზად არის ზელენსკისა და პუტინს შორის შეხვედრას უმასპინძლოს

შვეიცარია მზად არის ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრას უმასპინძლოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შვეიცარიელ კოლეგა, კარინ კელერ-სუტერთან შეხვედრის შემდეგ ავრცელებს.
ამასთან, განცხადების თანახმად, ორივე ლიდერის ხედვაა, რომ ამ დროისთვის, არ არის ნაბიჯები, რომლებიც მიანიშნებს, რომ რუსეთს ომის დასრულება სურს.
“ლიდერებმა მშვიდობის მისაღწევად დიპლომატიურ სამუშაოზე ისაუბრეს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა თავის მზაობა შეხვდეს რუსულ მხარეს ლიდერების დონეზე. კარინ კელერ-სუტერმა დაადასტურა, რომ შვეიცარია მზად არის მსგავს შეხვედრას უმასპინძლოს. თუმცა, პრეზიდენტებს ერთნაირი ხედვა აქვთ: ამ მომენტისთვის არ არის ნაბიჯები, რომლებიც მიანიშნებდნენ, რომ რუსეთს სურს ომის დასრულება”, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)