უკრაინის პრეზიდენტის თქმით, 2025 წელს უკრაინაში ომი დასრულდება

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინაში ომი არაუგვიანეს 2025 წლისა უნდა დასრულდეს, რადგან, მისი აზრით, ნატოში გაწევრებისთვის წარმატებულ ნაბიჯებს დგამს.
,, ბრძოლის ველზე არსებული ვითარება გვაძლევს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას – იმისთვის, რომ ომი არაუგვიანეს 2025 წელს დასრულდეს, გადამწყვეტი მოქმედებებია საჭირო. ჩვენ იმედი გვაქვს პრეზიდენტ ბაიდენის ხელმძღვანელობის, ვითვალისწინებთ და მივყვებით ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ძლიერ და ბრძნულ ნაბიჯებს, რომლებიც უსაფრთხოებასა და მშვიდობას მოუტანს ევროპას“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ახლა ხორვატიაში იმყოფება, სადაც -სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამიტი იმართება.
სამიტის მონაწილეები, სავარაუდოდ, მიიღებენ ერთობლივ დეკლარაციას. მსგავსი დეკლარაცია მიიღეს ათენისა და ტირანის სამიტებზე.
ზელენსკიმ ასევე ხელი მოაწერა შეთანხმებას ხორვატიის პრეზიდენტ ანდრეი პლენკოვიჩთან, რომელიც პირობას დებს, რომ ხორვატიასა და უკრაინას შორის გრძელვადიანი თანამშრომლობა გაგრძელდება.
იმავდროულად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ უკრაინაში მშვიდობა ვერ დამყარდება, თუ ქვეყანა ნატოს ალიანსს შეუერთდება.
თავის ყოველკვირეულ ბრიფინგზე მარია ზახაროვამ დასავლეთი დაადანაშაულა იმაში, რომ ის უკრაინას რუსეთთან დასაპირისპირებლად იყენებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ტრანსპორტის სექტორის გაძლიერების მიზნით ჩვენი ხელისუფლება 7 მლრდ ლარს დახარჯავს იმისთვის, რომ განვითარდეს ინფრასტრუქტურა