უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლა ფორუმზე “უკრაინა.2025″. მთავარი, რაც ზელენსკიმ თქვა:
“მოლაპარაკებების მაგიდას ჩვენ ასე ვხედავთ – უკრაინა, ევროპა, ამერიკა და რუსეთი. ეს ჩვენი სტილია. და თუ მშვიდობის დამყარებას დასჭირდება, მე წავალ პრეზიდენტის პოსტიდან, მე არ ვაპირებ ზოგიერთების მსგავსად ათწლეულები ვიჯდე სკამზე, მე ომი უნდა დავამთავრო, და მჯერა, რომ ტრამპი ამაში დაგვეხმარება.”
“შემიძლია ჩემი პრეზიდენტობა ნატოში გავცვალო, თუ თქვენ ასე გნებავთ.”
“ნამდვილად მჯერა, რომ ტრამპი დაგვეხმარება ომის დასრულებაში, მაგრამ მშვიდობა ძალის მეშვეობით ნიშნავს, პირველ რიგში, ძალის მიმართვას რუსეთისკენ. მგონია, რომ სწორედ ეს არის ამ გამოთქმის არსი – მშვიდობა ძალით.“
“ჩვენ პარტნიორები ვართ. ძალიან მინდა, რომ ტრამპი ჩვენს მხარეს იყოს და ეს არ იყოს მხოლოდ მედიაციის როლი, რადგან მგონია, რომ ეს საკმარისი არ იქნება.“
“აშშ-სთან შეთანხმებაში საჭიროა ის, რაც ჯერ არ გვაქვს – უსაფრთხოების გარანტიები.”
“ხვალ შევთავაზებ, რომ უახლოეს დღეებში შევხვდეთ ერთ-ერთ ევროპულ დედაქალაქში და იქ განვსაზღვროთ, როგორი შეიძლება იყოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების ფორმატი.“
“ხვალ, ვფიქრობ, ვისაუბრებთ ჩვენს სტრატეგიაზე არა მხოლოდ წლების, არამედ უახლოესი კვირების პერსპექტივით. განვიხილავთ უსაფრთხოების გარანტიების ფორმატს უკრაინისთვის – უპირველეს ყოვლისა, ევროპისგან და, რა თქმა უნდა, გვჭირდება აშშ-ის მხარდაჭერაც.“
“უკრაინამ აშშ-სგან დახმარების სახით მიიღო 100 მილიარდი დოლარი და არა 350 მილიარდი დოლარი.”
“მე ვიცი როგორ გავაფორმო ხელშეკრულებები სერიოზულ ბიჭებთან. მე არ ვაწერ ხელს იმას, რასაც გადაიხდის უკრაინელების 10 თაობა.”
“როდესაც აშშ ყიდის ან აწვდის შეიარაღების პაკეტებს ისრაელს, კატარს ან საუდის არაბეთს, იღებს თუ არა ის მოგების 100%-ს?”
“ტრამპი არ არის მარადიული, ჩვენ კი მრავალწლიანი მშვიდობა გვჭირდება.”
“მოდით ვისაუბროთ მინერალებზე, წიაღისეულზე. თქვენ მოიპოვებთ, ჩვენ გაგიყოფთ, მაგრამ შეაჩერეთ ეს ომი, აიძულეთ პუტინი — მე ვთქვი, რომ არ მოვაწერ ხელს შეთანხმებას “50%-50%”-ზე.”
“ამ ომის ღირებულება 320 მილიარდი დოლარია. 120 – უკრაინა, 100 – ევროპა და სხვა პარტნიორები, 100 – აშშ. არც 500, არც 300 და არც – 700.”
“[აშშ-ს დახმარება] არ შეჩერებულა, მაგრამ არც არაფერი ახალი გამოცხადებულა.”
“აშშ-ს მიერ წარმოდგენილ შეთანხმებაში წერია, რომ ვაშინგტონის მიერ ჩვენთვის მოცემული თითოეული დოლარის დახმარებიდან, უკრაინამ უნდა დააბრუნოს 2, ეს წერია იქ. მე ეს წითლად გამოვყავი, თქვენთვის გასაგები რომ იყოს: ეს 100%-იან სესხს ნიშნავს.”
“ეს არ არის მოლაპარაკების მაგიდა, რომელზეც უკრაინა დაიბარეს. ეს უნდა იყოს და არის კიდეც ჩვენი მაგიდა, და მათ ჩვენ ვპატიჟებთ.”
“15 მილიარდი დოლარის იარაღი და სხვადასხვა ტექნიკური საშუალებები გზაშია.”
“მე არ ვთვლი იმას, რომ უკრაინას აშშ-ს მიმართ თუნდაც $100 მილიარდი დოლარის ღირებულების ვალი აქვს, რადგან ეს იყო გრანტი, რომელიც ჩვენ შევათანხმეთ ბაიდენთან.”
“მჯერა, რომ ტრამპი მოინდომებს და დაგვეხმარება ომის დასასრულენბაში, მაგრამ ძალისხმევა უნდა იქნას მიმართული რუსეთის წინააღმდეგ”.
“სტრატეგიულ პარტნიორებს უნდა ჰქონდეთ ხელშეკრულებების გაფორმების სურვილი და მე მინდა, რომ ჩვენი შეთანხმება შეერთებულ შტატებთან შედგეს სკანდალების გარეშე.”
“მთელ ევროპას მოუწევს თავისი სახელმწიფოების თავდაცვისუნარიანობის გაზრდა, ეს გარდაუვალია.”
ზუსტად ახლა უკრაინული მხარე ესაუბრება პარტნიორებს ამერიკიდან. “500 მილიარდ“ დოლარზე და “პროცენტზე“ აღარ არის საუბარი. ჩვენ წინ მივდივართ.”
“საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში საომარი მდგომარეობის გაუქმების შემდეგ გაიმართება.”
“აშშ-ში ასეთი ლოგიკა არსებობს, რომ თუ მათი ბიზნესი შედის გარკვეულ ტერიტორიაზე, ეს არის უსაფრთხოების გარანტია და ნიშნავს იმას, რომ რუსები აღარ შევლენ იქ. ჩვენთან არიან ამერიკული კომპანიები, რომლებიც მუშაობენ უკრაინაში და ისინი მუშაობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ომის დაწყებამდეც, თუმცა ეს ვერ გახდა გარანტია იმისა, რომ რუსები უკრაინაში არ შემოჭრილიყვნენ.”
“ჩვენ გვჭირდება “პატრიოტის” სარაკეტო სისტემის 20 ბატარეა.”
“დღეს სპოილერი არ ვიქნები, მაგრამ ჩვენ გვაქვს ძლიერი გადაწყვეტილებები უკრაინისთვის.“