უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ამბობს, რომ დასავლეთი, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სანაცვლოდ, 18 წლის ახალგაზრდების მობილიზაციას მოითხოვს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ამბობს, რომ დასავლეთი, ს წინააღმდეგ სანქციების სანაცვლოდ, 18 წლის ახალგაზრდების მობილიზაციას მოითხოვს
დასავლეთი, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სანაცვლოდ, 18 წლის ახალგაზრდების მობილიზაციას მოითხოვს, – უკრაინული მედიის თანახმად, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.
ს ადმინისტრაციის მრჩეველის თქმით, უცნაურად მიაჩნია ევროპელებისა და ამერიკელების განმარტება, რომ რუსეთს სანქციებს დაუწესებენ, თუ 18 წლის და უფროსი ასაკის ადამიანების მობილიზებას მოახდენს.
პოდოლიაკის მტკიცებით, ვოლოდიმირ ზელენსკი არ დათანხმდება მობილიზაციის ასაკის შემცირებას და ახალგაზრდების ფრონტზე იძულებით გაგზავნას, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დასავლეთის ახალი სანქციების შემოღების სანაცვლოდ.
„როგორ არის ეს დაკავშირებული? ეს ნამდვილად არანაირად არ არის დაკავშირებული. პირიქით, ჩვენ უნდა ვისაუბროთ მილიტარიზმზე. თუ რაკეტები გამოიყენება და ტექნოლოგია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, თქვენ ავტომატურად ანადგურებთ მტრის დიდი რაოდენობით ცოცხალ ძალას და აღჭურვილობას, რატომ უნდა ვისაუბროთ აქ მობილიზაციაზე? რუსეთის მსგავს ქვეყანას მხოლოდ მობილიზაციის ინსტრუმენტებითა და სანგრებით ვერ შეებრძოლები. ბოლოს და ბოლოს, აუცილებელია ასიმეტრიულად, შემოქმედებითად გამარჯვება, რასაც უკრაინა ამტკიცებს. და საერთოდ, რა შუაშია ამასთან სანქციები?“ – განაცხადა მიხაილ პოდოლიაკმა.
Previous: მამაკაცს, რომელმაც ანალენა ბერბოკს „მსოფლიოში ყველაზე სულელი საგარეო საქმეთა მინისტრი“ უწოდა, გერმანიის სასამართლომ 9 600 ევროს გადახდა დააკისრა

ასევე დაგაინტერესებთ

სენსაციებზე გამოკიდებაღა რჩება ოპოზიციური აზრის მთავარ მიმართულებად, მორიგი “სიბრძნე” შემოგვთავაზა გიგა ბედინეიშვილმა – ბიძინა ივანიშვილს, თურმე, არ აწყობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლა ქვეყანაში – ექსპერტთა ნაწილის ორიგინალურობით გატაცება, რომ ხშირად კონსპიროლოგიაში გადადის