უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრი ჰიბიჰა ეხმაურება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეთავაზებას პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. სიბიჰას თქმით, მოლაპარაკებების დაწყებამდე რუსეთი უნდა დათანხმდეს მათი და ევროპელი ლიდერების ერთობლივ შეთავაზებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
“უკრაინის პოზიცია არის თანმიმდევრული. ეს ნათელია პრეზიდენტი ზელენსკის განცხადებითაც. რუსეთის ოფიციალური მზადყოფნა ომის დასასრულებლად დადებითი ნიშანია. მოდი, გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯების ამისკენ. დავიწყოთ 30-დღიანი სრული ცეცხლის შეწყვეტით 12 მაისს, რომელზეც ველით რუსეთის დასტურს და მოლაპარაკებებით”, – აცხადებს სიბიჰა.
Ukraine’s position is consistent. President @ZelenskyyUa states it clearly. Russia’s declared readiness to ending the war is a positive sign. Let’s take concrete steps towards it. Starting with a full 30+ day ceasefire on May 12, which we expect Russia to confirm, and talks. https://t.co/3CzCMx3cZ9 — Andrii Sybiha 🇺🇦 (@andrii_sybiha) May 11, 2025
ევროპელმა ლიდერებმა რუსეთს 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზეს, უარის შემთხვევაში კი სანქციებსა და უკრაინის შეიარაღების გაზრდაზე მზაობა გამოთქვეს. ეს იდეა გაჟღერდა კიევში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის ვიზიტის დროს.
საპასუხოდ, პუტინმა ბრიფინგი გამართა, სადაც უკრაინას პირდაპირი მოლაპარაკებები შესთავაზა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. თუმცა, არ გამორიცხა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება სწორედ სტამბოლში გამართული მოლაპარაკებებისას მიაღწიონ.
კიევისა და დასავლელი ლიდერების შეთავაზებით, ცეცხლის შეწყვეტა ორშაბათს, 12 მაისს უნდა დაიწყოს. პუტინის საპასუხო ინიციატივით კი ის “წინაპირობების გარეშე” მოსალაპარაკებლად მზადყოფნას გამოთქვამს ხუთშაბათიდან, 15 მაისიდან.
ამავე თემაზე:
· რუსეთისგან ველით, რომ დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას, ჩვენ მზად ვართ შეხვედრისთვის – ზელენსკის პასუხი პუტინს
· ცეცხლის შეწყვეტაზე ევროპელი ლიდერების ულტიმატუმს, პუტინმა საკუთარი ინიციატივით უპასუხა
·
