უკრაინის პარლამენტმა მხარი დაუჭირა სოფლის მეურნეობის მინისტრისა და აღდგენის საკითხებში საკვანძო ფიგურის გადადგომას

9 მაისს უკრაინის ვერხოვნა რადამ კენჭი უყარა და მიემხრო ამ ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრის, მიკოლა სოლსკის და აღდგენის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მოადგილის, ოლექსანდრ კურბაკოვის გადადგომას.
აპრილში სოლსკი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს მას მერე, რაც ის დააკავეს ბრალდებასთან დაკავშირებით, რომ უკანონოდ მოიპოვა შვიდი მილიონი დოლარის საფასურის მიწა.
შემდგომ მან გადადგომის განცხადება დაწერა.
კუბრაკოვი, რომელსაც უკრაინის რეკონსტრუქციის საკითხებში ვიცე-პრემიერის და სათემო განვითარების, ტერიტორიებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტიც ეკავა, თანამდებობას ტოვებს იმის გამო, რომ მთავრობა აპირებს მისი სამინისტროს დაშლას. სამინისტრო რუსეთთან ომის პირობებში კურირებს აღდგენის სამუშაოებს.
თვითონ კუბრაკოვის თქმით, ეს გადაწყვეტილება მასთან არ განხილულა. კენჭისყრის დროს ის არ იმყოფებოდა დაბრაზში.

ასევე დაგაინტერესებთ