უკრაინის პარლამენტმა მიიღო კანონი სამხედრო მობილიზაციის შესახებ

უკრაინის პარლამენტმა (“ვერხოვნა რადამ”) კენჭი უყარა კანონს, რომელიც რუსეთთან ომის პირობებში, სამხედრო მობილიზაციას ეხება.
კენჭისყრა ს არმიის ფართო საჰაერო თავდასხმების ფონზე გაიმართა. კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს გადაწყვეტილებას, რომელიც ს შესაძლებლობას მისცემს, გაზარდოს ჯარის რაოდენობა რუსეთის არმიასთან დაპირისპირებაში.
რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის თანახმად, მობილიზაციის კანონს 450-ადგილიანი პარლამენტის 283 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
კანონპროექტიდან ამოღებულია აბზაცი იმ სამხედროთა დემობილიზაციის შესახებ, რომლებიც ახლა გადიან სამხედრო სამსახურს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში, რასაც, სავარაუდოდ, დიდი უკმაყოფილება მოჰყვება მათი და მათი ოჯახის წევრების მხრიდან. დემობილიზაციის პარაგრაფის ამოღებას მხარი დაუჭირა 227-მა დეპუტატმა.
გასულ დღე-ღამეში რუსეთმა მორიგი თავდასხმები მოაწყო უკრაინის ბევრ რეგიონში.
დღევანდელი თავდასხმების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა მ პარტნიორ სახელმწიფოებს კიდევ ერთხელ მიმართა და ამცნო, რომ უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემების კრიტიკული საჭიროება აქვს. ზელენსკის განცხადებით, საჭიროა საჰაერო თავდაცვის სისტემები და სხვა სამხედრო მხარდაჭერა და არა თვალის დახუჭვა და ხანგრძლივი დისკუსიები.
რუსეთმა უკრაინაზე ბოლო კომბინირებული თავდასხმისას, 82 რაკეტა და დრონი გამოიყენა. უკრაინის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ძირითადი სამიზნე ისევ ენერგოობიექტები იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

“ზუსტად 102 წლის წინ, 1923 წლის 20 მაისს, თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე, საბჭოთა ჩეკამ ანტისაბჭოთა აჯანყების მოწყობის მცდელობისთვის დახვრიტა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ქართველი ოფიცრები”

ნიკა მელია – პოლიტიკოსი ხალხთან უნდა იყოს თუ ციხეში? – საკითხის ასე დასმა, ჰგავს კითხვას: პოლიტპატიმარი სტუდენტი უნივერსიტეტში უნდა იყოს თუ ციხეში? პოლიტპატიმარი მსახიობი თეატრში უნდა იყოს თუ ციხეში? – საუბარია იმაზე, შენ ივანიშვილის თამაშის წესებით თამაშობ თუ არა!