უკრაინის ომში აფხაზეთიდან 47 ჯარისკაცი დაიღუპა – სოხუმის სტატისტიკა

“აფსნიპრესის” ინფორმაციით ს დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მინისტრმა ლევ კვიცინიამ “АГТРК-ს” პრესცენტრში განაცხადა, რომ ში მიმდინარე “სპეცოპერაციის დროს, აფხაზეთიდან 47 ჯარისკაცი დაიღუპა”.
“დონბასში სპეცოპერაციისას ჩვენი 47 ჩვენი ჯარისკაცი დაიღუპა. ჩვენ საკუთარ თავზე ავიღეთ მიცვალებულთა ცხედრების ჩამოტანა და ვცდილობთ ოპერატიულ რეაგირებას. ამ პერიოდში 27 დაღუპულის ცხედარი გამოგვატანეს. ესენი არიან არა მხოლოდ “პიატნაშკას” ბრიგადის მებრძოლები, არამედ წარმომავლობით აფხაზეთიდან, რომლებიც ს სხვადასხვა ქალაქებიდან გამოიძახეს,” – განაცხადა კვიცინიამ.
კვიცინიამ ასევე განაცხადა, რომ 2022 წელს აფხაზეთმა [დე ფაქტო] დონბასში 200 ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა – სასმელი წყალი, საკვები, ხილი, ციტრუსი. მისი თქმით, 2023 წელს 80 ტონა გაიგზავნა, წელს კი – 10 ტონაზე მეტი.

ასევე დაგაინტერესებთ