უკრაინის ომბუდსმენი: რუსეთმა კიევში სამშობიაროც დაბომბა

უკრაინის სახალხო დამცველის განცხადებით, რუსეთმა კიევში სამშობიაროც დაბომბა, რასაც, წინასწარი მონაცემებით, 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა.
ს კიდევ ერთი თავდასხმა კიევზე. ისევ სამედიცინო ცენტრზე. ადგილი, სადაც სიცოცხლე იბადება — სამშობიარო“ ,— წერს უკრაინის სახალხო დამცველი დმიტრო ლუბინეცი სოციალურ ქსელ X-ში.
მანამდე, გავრცელდა ცნობები, რომ კიევში რუსული ჭურვი ბავშვთა საავადმყოფოს ონკოლოგიურ და რეანიმაციულ განყოფილებაში ჩამოვარდა. უკრაინის მთავრობის განცხადებით, ადამიანები ნანგრევებში არიან მოყოლილი. ს მერი ვიტალი კლიჩკო კი ამბობდა, რომ წინასწარი მონაცემებით, დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა.
უკრაინული მედიის ცნობით, დღეს, 8 ივლისს რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქების დაბომბვას, ჯამში, 28 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, 100-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა.
უკრაინის პრეზიდენტმა მ, რომელიც დაბომბვისას პოლონეთში იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით, განაცხადა, რომ რუსეთი პასუხს აგებს მშვიდობიან მოქალაქეებზე მიტანილი იერიშის გამო:
„სხვადასხვა ქალაქში სხვადასხვა ტიპის 40-მდე ჭურვი დაეცა საცხოვრებელ სახლებს, სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და ბავშვთა საავადმყოფოს. ახლა რიგითი ადამიანები და ექიმები ეხმარებიან მაშველებს ნანგრევების გაწმენდაში“, — თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ