უკრაინის ომბუდსმენი – რუსებმა უკრაინელი ომის ტყვეები სიკვდილით დასაჯეს – გაერო-ს და „წითელ ჯვარს“ წერილები გავუგზავნე

რუსები აგრძელებენ უკრაინელი ომის ტყვეების მკვლელობას. სოციალურ ქსელებში კიდევ ერთი ვიდეო ვრცელდება, სადაც ჩანს რუსების მიერ დატყვევებული უიარაღო უკრაინელი სამხედროების სავარაუდო სიკვდილით დასჯა, – ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა, კომისარმა დმიტრო ლუბინეცმა განაცხადა.
„გამოქვეყნებულ ვიდეოში ნაჩვენებია მინიმუმ 5, სავარაუდოდ მოკლული, ომის ტყვე. კიდევ ერთხელ ვხედავთ ს არმიის მხრიდან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ცინიკურ უგულებელყოფას“”, – აღნიშნა ომბუდსმენმა.
მისი თქმით, გაერო-სა და „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს“ წერილები გაუგზავნა, რათა ომის დანაშაულის დაფიქსირება უზრუნველყოფილიყო.
„მათ, ვინც ბრძანებებს გასცემენ და ახორციელებენ ასეთ სისასტიკეს, პასუხი მთელი სიმკაცრით უნდა აგონ“, – აღნიშნა უკრაინის ომბუდსმენმა.