უკრაინის ომბუდსმენი – რუსებმა კიდევ 5 უკრაინელი ტყვე დახვრიტეს

უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარი, დიმიტრი ლუბინეცი აცხადებს, რომ ნახა ვიდეო, სადაც ასახულია, როგორ დახვრიტეს რუსმა ჯარისკაცებმა ხუთი უკრაინელი ტყვე.
„რუსი ომის დამნაშავეები, რომლებიც უკრაინელ სამხედრო ტყვეებს ხვრეტენ, საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე უნდა წარდგნენ და კანონით გათვალისწინებული უმკაცრესი სასჯელით დაისაჯონ“, – აღნიშნა უკრაინის ომბუდსმენმა.
მისი თქმით, მომხდარის შესახებ ინფორმაციას „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს“ და გერო-ს მიაწვდის.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს