უკრაინის ნეიტრალიტეტის გამოცხადება, 5 ოლქის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის აღიარება, სანქციების მოხსნა – რუსეთმა უკრაინასთან დაკავშირებით მემორანდუმი გამოაქვეყნა
რუსეთმა უკრაინასთან დაკავშირებით მემორანდუმის სრული ტექსტი გამოაქვეყნა.
რუსეთის მხრიდან ძირითადი მოთხოვნებია:
„ყირიმის, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საერთაშორისო-სამართლებრივი აღიარება; უკრაინის ნეიტრალიტეტის გამოცხადება, უარი სამხედრო კავშირებში გაწევრიანებაზე; სხვა სახელმწიფოების სამხედრო საქმიანობის აკრძალვა უკრაინაში; უკრაინის უბირთვო სტატუსი; უკრაინის შეიარაღებული ძალების მაქსიმალური რაოდენობის დადგენა; რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული ეკონომიკური სანქციების მოხსნა; რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებებისა და თავისუფლების უზრუნველყოფა, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობაზე შეზღუდვების მოხსნა, ნაცისტური იდეოლოგიის გმირობად გამოცხადების აკრძლავა; უკრაინასთან დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობების ეტაპობრივი აღდგენა; საბრძოლო მოქმედებებით მიყენებული ზიანის გამო პრეტენზიებზე ურთიერთუარის თქმა; ოჯახების გაერთიანებასა და იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა“.
ამასთან, დოკუმენტში მოცემულია ცეცხლის შეწყვეტის ორი ვარიანტი:
„ვარიანტი 1: უკრაინის შეიარაღებული ძალების გაყვანა უკრაინის მიერ ოკუპირებული რუსული ტერიტორიებიდან – ყირიმიდან, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკიდან, დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებიდან.
ვარიანტი 2: უკრაინის შეიარაღებული ძალების გადაადგილების აკრძალვა; მობილიზაციის შეწყვეტა და დემობილიზაციის გამოცხადება; მესამე ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლების გამორიცხვა; კიევისთვის უცხოური საომარი დახმარების შეწყვეტა; კიევის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დივერსიული ქმედებების უარყოფა; პოლიტიკური პატიმრების ურთიერთამნისტია და დაკავებული სამოქალაქო პირების გათავისუფლება; უკრაინაში საომარი მდგომარეობის გაუქმება; საომარი მოქმედების გაუქმებიდან 100 დღის ვადაში ახალი არჩევნების დანიშვნა“.
შეგახსენებთ, რომ 2 ივნისს სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მეორე შეხვედრა გაიმართა.
1tv.ge