უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება რჩება უსაფრთხოების საუკეთესო და უიაფეს გარანტიად – ზელენსკი

უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება რჩება უსაფრთხოების საუკეთესო და ყველაზე იაფ გარანტიად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ განაცხადა.
ზელენსკის თქმით, უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, რუსეთთან დადებული ნებისმიერი შეთანხმება მხოლოდ მომავალი აგრესიის წინაპირობა იქნება.
„მე ნამდვილად მჯერა, რომ ეს არის უსაფრთხოების ყველაზე იაფი გარანტიები, რისი მიღებაც ს შეუძლია, ყველაზე იაფი ყველასთვის“, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.
„ეს იქნება სიგნალი იმისა, რომ კი არ გადაწყვეტს, ვინ უნდა იყოს ნატო-ში და ვინ არა, არამედ ამერიკის შეერთებული შტატები გადაწყვეტს. მე ვფიქრობ, რომ ეს დიდი გამარჯვება იქნება ტრამპისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, 800 000-კაციანი უკრაინის არმია იქნება ბონუსი ალიანსისთვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ტრამპი შეეცდება საზღვარგარეთ დისლოცირებული ამერიკელი ჯარების სახლში დაბრუნებას.
წყარო: 1 არხი