უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე სკეპტიციზმის გამოხატვის ფონზე, ბაიდენი საფრანგეთში ზელენსკის შეხვდება

ბაიდენი საფრანგეთშია
შეერთებული შტატების პრეზიდენტი, საფრანგეთში ჩავიდა. ის ნორმანდიაში მეორე მსოფლიო ომის დროს, მოკავშირეთა ძალების გადასხმის (D-Day) 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებს დაესწრება.
თეთრი სახლის ცნობით, ბაიდენი საფრანგეთში ხუთ დღეს დაჰყოფს. ის ოფიციალურ შეხვედრას გამართავს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.
საინფორმაციო სააგენტო “როიტერის” მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ამერიკის დემოკრატი პრეზიდენტის ვიზიტი მიზნად ისახავს შეერთებული შტატების ერთგულების ხაზგასმას ევროპაში ამერიკის ტრადიციული მოკავშირეების მიმართ. ბაიდენი ასევე ხაზს გაუსვამს საგარეო პოლიტიკაზე მის განსხვავებულ ხედვას რესპუბლიკელ დონალდ ტრამპთან, რომელიც სავარაუდოდ, ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი ოპონენტი იქნება.
6 ივნისს, საიუბილეო ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, ისევე როგორც მომდევნო დღეებში, ბაიდენი ყურადღებას გაამახვილებს იზოლაციონიზმის პოლიტიკის საშიშროებაზე და დიქტატორების წინაშე მტკიცე და შეუპოვარი პოზიციის ქონის აუცილებლობაზე, – განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრის სახლის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა.
მეორე მსოფლიო ომის დროს, 1944 წლის 6 ივნისს, მოკავშირეთა ჯარებმა ერთიანი ძალებით შეუტიეს საფრანგეთის ჩრდილოეთში მდებარე ნორმანდიის სანაპიროებს. მსოფლიო ისტორიაში ამ ყველაზე მასშტაბურმა საზღვაო იერიშმა, რომელშიც 150 ათასზე მეტი სამხედრო მონაწილეობდა, ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ მიმდინარე ომში უზარმაზარი გარდატეხა შეიტანა. 6 ივნისის ოპერაცია ისტორიაში “დი-დეის” (D-Day) სახელით შევიდა.
შეხვედრა ზელენსკისთან
ჯეიკ სალივანმა ვიზიტის წინ ასევე განაცხადა, რომ ჯო ბაიდენი საფრანგეთში უკრაინის პრეზიდენტ ს შეხვდება. “ნორმანდიაში მას [ბაიდენს] ექნება შესაძლებლობა დაჯდეს პრეზიდენტ ზელენსკისთან და ისაუბროს ში შექმნილ მდგომარეობაზე, იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია გავაგრძელოთ და გავაღრმავოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ”, – თქვა სალივანმა.
ორი ლიდერი ბოლოს ერთმანეთს აპრილში შეხვდა, როცა 20 აპრილს, შეერთებული შტატების კონგრესმა ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ, საბოლოოდ დაამტკიცა უკრაინისთვის კრიტიკულად საჭირო 61 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტი. თუმცა, ამის შემდეგ, გამოცემა “თაიმსში” 4 ივნისს გამოქვეყნებულ ინტერვიუში, ბაიდენმა განაცხადა, რომ ის არ უჭერს მხარს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას.
ბაიდენის ეს უკანასკნელი განცხადება სავარაუდოდ, კითხვებს გაუჩენს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, – წერს “რადიო თავისუფლების” უკრაინული რედაქცია. ამის მიზეზია ის, რომ ამერიკის პრეზიდენტის პოზიცია გარკვეულწილად წინააღმდეგობაში მოდის ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებებთან, უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებით.
ვრცელ ინტერვიუში, უკრაინასთან დაკავშირებით ბაიდენი აღნიშნავს, რომ “მშვიდობა გამოიყურება როგორც იმის გარანტია, რომ არასდროს, არასდროს, არასდროს, არასდროს დაიკავებს უკრაინას. ასე გამოიყურება მშვიდობა”. მაგრამ, ამერიკის პრეზიდენტმა იქვე დასძინა, რომ “ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის [უკრაინა] ნატოს ნაწილს წარმოადგენს”.
ბაიდენის თქმით, “ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მათთან გვაქვს ურთიერთობა ისევე, როგორც სხვა ქვეყნებთან, რომელთაც იარაღს ვაწვდით, რათა მათ მომავალში თავის დაცვა შეძლონ. მაგრამ… მე არ ვარ მზად იმისთვის, რომ მხარი დავუჭირო უკრაინის ‘ნატოიზაციას'”.