Sport.ua თავის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ოქტომბრის სანაკრებო მატჩებისთვის უკრაინის ნაკრებს დებიუტანტი ეყოლება და ეს დონეცკის “შახტარის” 24 წლის ნახევარმცველი არტიომ ბონდარენკო იქნება.
გამოცემა “ლურჯ-ყვითლების” მწვრთნელის, სერგეი რებროვის ამ გადაწყვეტილებას ნახევარდაცვაში საკადრო პრობლემებით ხსნის. რუსლან მალინოვსკი დაშავდა, ხოლო ალექსანდრე ზინჩენკოს “არსენალში” მცირე სათამაშო დრო აქვს.
როგორც უკვე გაუწყეთ, ბონდარენკოს ნაკრებში პირველად უხმობენ. ის 2023 წლის 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე თავისი გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრი გახლდათ.
შეხსენებისთვის, უკრაინის ნაკრები 11 ოქტომბერს ერთა ლიგის B ჯგუფში პოზნანში საქართველოს, 14 ოქტომბერს კი ვროცლავში ჩეხეთს
დაუპირისპირდება.