უკრაინის ნაკრების მწვრთნელი: ქართველებმა პლეი-ოფში თამაში დაიმსახურეს – ჯგუფში რთული ბრძოლა იქნება

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მეოთხე გათამაშებაში B1 ჯგუფში ჩეხეთთან, სთან და ალბანეთთან ითამაშებს. პარიზში ჩატარებულ კენჭისყრაზე კომენტარი უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა სერგეი რებროვმა გააკეთა:
“სინამდვილეში წილისყრისგან არაფერს არ ველოდი, ვინაიდან ახლა ევრო 2024-ის პლეი-ოფის მოლოდინში ვართ, რის შემდეგაც ყველა ამ გუნდზე ინფორმაციას შევაგროვებთ. ვთვლი, რომ ამჟამად მარტის გამოცდებზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები.
ჩეხეთისა და ალბანეთის მატჩებს ბევრჯერ ვუყურე, საქართველოს – ნაკლებად. ალბანელები ძლიერად თამაშობენ, ევროზე გასვლა დაიმსახურეს. ისევე როგორც ჩეხებმა, აგრეთვე ქართველებმა, რომლებიც შესარჩევის პლეი-ოფში ითამაშებენ. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ჯგუფში რთული ბრძოლა
იქნება.
დიახ, პლეი-ოფისათვის მომზადებაზე ვართ კონცენტრირებულები, მაგრამ ერთა ლიგა მნიშვნელოვანი ტურნირია. იქიდან ევროპირველობაზე გაღწევის შესაძლებლობა ყველას აქვს. ადრე ამხანაგური შეხვედრები იმართებოდა, ახლა კი ნაკრებებს უფრო მნიშვნელოვანი დაპირისპირებები აქვთ. ჩვენი ამოცანა ლიგა A-ში დაბრუნება იქნება? დიახ”.