უკრაინის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანია „ნაფტოგაზმა“ აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირი პირველად მიიღო.
„ნეფტოგაზმა“ ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ კონტრაქტი „სოკარ ენერჯი უკრაინასთან“ გააფორმა.
როგორც უკრაინული მედია წერს, ქვეყნებს შორის შეთანხმება მას შემდეგ დაიდო, რაც უკრაინის გაზის საცავის მარაგები ბოლო 11 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა, რაც კიევის ენერგოსისტემაზე რუსეთის თავდასხმებმა გამოიწვია.
მათივე ცნობით, უკრაინა ცდილობს ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ქვეყანამ გაზის იმპორტი გაზარდოს, რათა ტემპერატურის მკვეთრ დაცემამდე რესურსის საკმარისი მარაგი უზრუნველყოს.
