უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსული შეიარაღებული ჯგუფები რუსეთში შეიჭრნენ – მედია

12 მარტს, ში შექმნილი სულ მცირე ორი შეიარაღებული ჯგუფი, რომლებიც დაკომპლექტებულია კრემლის წინააღმდეგ მებრძოლი რუსიებისაგან, შეიჭრა ს ბელგოროდისა და კურსკის რაიონებში.
პრორუსული ტელეგრამის არხის, “WarGonzo-ს” ინფორმაციით, “შეიარაღებული ჯგუფები პიკაპებით”, ნაღმმტყორცნებითა და საარტილერიო ცეცხლით ცდილობდნენ საზღვრის გარღვევას ბელგოროდში.
არხის ცნობით, ბელგოროდის ოლქისკენ დაახლოებით 50 მებრძოლი მიემართებოდა.
“WarGonzo” წერს, რომ ბრძოლის შედეგად, შეიარაღებული ჯგუფებმა დაიხიეს თავდაპირველი პოზიციებისკენ, რის შემდეგაც მათ “შორი მოქმედების იარაღით შეუტიეს”.
არხის ვარაუდით, მოქმედებდა უკრაინის მხარეს მებრძოლი “რუსეთის მოხალისეთა კორპუსი” და “ს ბატალიონი”.
ლეგიონმა “რუსეთის თავისუფლებამ” და “ციმბირის ბატალიონმა” ტელეგრამ არხებზე განაცხადეს, რომ რუსეთზე თავდასხმები უკრაინის ტერიტორიიდან დაიწყეს.
“რეჟიმს ჩვენს მიწას სანტიმეტრიდან სანტიმეტრამდე წავართმევთ” – წერს ლეგიონი “რუსეთის თავისუფლება” ტელეგრამ არხზე.
“ციმბირის ბატალიონის” კი წერს, რომ , რომელიც ამ კვირაში რუსეთში უნდა ჩატარდეს, არის ფიქცია.
“რეალურად, ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა მხოლოდ იარაღით ხელში არის შესაძლებელი” – წერს ბატალიონი ტელეგრამ არხზე.
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ გრაივორონსკის ოლქი უკრაინის შეიარაღებული ძალების ცეცხლის ქვეშაა.
გუბერნატორმა, თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ რაიონში საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო ცხრა რაკეტა. მისი თქმით, საერთო ჯამში, ქალაქ გრაივორონში სხვადასხვა დაზიანება მიიღო თერთმეტმა კერძო სახლმა და ხუთმა ავტომობილმა.
კურსკის ოლქის გუბერნატორმა რომან სტარვოიტმა განაცხადა, რომ რეგიონში შეჭრას დივერსიული ჯგუფი ცდილობდა. გუბერნატორის თქმით, იყო სროლა, თუმცა რეგიონში ვერავინ შეაღწია.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა განაცხადა, რომ ეს ფორმირებები “მოქმედებენ აბსოლუტურად ავტონომიურად, დამოუკიდებლად და ასრულებენ თავიანთ სოციალურ-პოლიტიკურ პროგრამულ ამოცანებს”.
“რუსეთის მოხალისეთა კორპუსი” დაჯგუფებაა, რომელიც მონაწილეობს რუსეთის ომში უკრაინაში და იბრძვის უკრაინის მხარეს. თავად დაჯგუფება აცხადებს, რომ არის უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილი, თუმცა ოფიციალურად კიევს ეს ფაქტი არ დაუდასტურებია.
ასევე იბრძვის უკრაინის მხარეს ლეგიონი “რუსეთის თავისუფლება”, რომელიც 2022 წლის მარტში შეიქმნა. 2023 წლის მარტში რუსეთის ფედერაციის უზენაესმა სასამართლომ ლეგიონი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.
“ციმბირის ბატალიონი” დაკომპლექტებულია რუსი მოხალისეებისგან, რომელთა უმრავლესობაც ციმბირიდანაა. ბატალიონის არსებობაზე ცნობა 2023 წლის ოქტომბერში გავრცელდა.