„უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“ – ოლაფ შოლცი ზელენსკისთან საუბრის შემდეგ

უკრაინის პრეზიდენტ სა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
ამის შესახებ განცხადებებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და გერმანიის კანცლერი “ტვიტერის” პირად გვერდებზე ავრცელებენ.
“ურყევად უკრაინის მხარეს ვდგავართ, ეს კიდევ ერთხელ გავიმეორე პრეზიდენტ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში. უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციაში. იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება”, – წერს შოლცი.
მოგვიანებით განცხადება ზელენსკიმაც გაავრცელა. უკრაინის პრეზიდენტი ევროკომისიის მიერ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ჩარჩოს პროექტის დამტკიცებას მიესალმა.
“აზრები გავცვალეთ პარიზის 26 თებერვლის უკრაინის მხარდაჭერის შესახებ კონფერენციის შედეგებზე და პოზიციების კოორდინაცია მოვახდინეთ ვეიმარის სამეულის ლიდერების შეხვედრამდე, რომელიც პარასკევს ბერლინში ოლაფ შოლცის, სა და დონალდ ტუსკის მონაწილეობით გაიმართება”, – წერს ზელენსკი.