უკრაინის მხარდამჭერ დოკუმენტს, უნგრეთის გარდა, ევროკავშირის ყველა წევრმა მოაწერა ხელი

უკრაინის მხარდამჭერ დოკუმენტს ევროკავშირის ყველა წევრმა მოაწერა ხელი, გარდა უნგრეთისა. შესაბამისი დოკუმენტს ევროპული საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.
დოკუმენტი, რომელიც 20 მარტის ევროპული საბჭოს სამიტის შედეგად გამოქვეყნდა და რომელსაც ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო აწერს ხელს, გარდა უნგრეთისა, რუსეთს ომის დასასრულებლად ნამდვილი პოლიტიკური ნების გამოჩენისკენ მოუწოდებს.
“ევროპული საბჭო მიესალმება 2025 წლის 11 მარტს საუდის არაბეთში შეხვედრის შემდეგ უკრაინისა და შეერთებული შტატების ერთობლივ განცხადებას, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის წინადადებებს, ჰუმანიტარულ დახმარებას, ამერიკული სადაზვერვო ინფორმაციისა და სამხედრო დახმარების გაგრძელებას. ევროპული საბჭო რუსეთს მოუწოდებს, ომის დასასრულებლად ნამდვილი პოლიტიკური ნება გამოაჩინოს”, – ნათქვამია სამიტის შედეგებში.
ევროკავშირის 26 წევრი ქვეყნის ლიდერები აღნიშნავენ, რომ მშვიდობისკენ გზა უნდა მოიცავდეს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის ძალისხმევებს, ომის ტყვეების გაცვლას, სამოქალაქო პირების გათავისუფლებასა და ყველა გატაცებული უკრაინელი ბავშვის დაბრუნებას.
“ევროკავშირი მზად რჩება გაზარდოს ზეწოლა რუსეთზე, მათ შორის მეტი სანქციებითა და არსებული ზომების აღსრულების გაძლიერებით, მათ შორის მეტი შესაძლებლობებითა და ზომებით მათთვის გვერდის ავლის საწინააღმდეგოდ, რათა დაასუსტოს მისი შესაძლებლობა გააგრძელოს აგრესიული ომის წარმოება. ევროკავშირის კანონის ფარგლებში, რუსული აქტივები გაყინული დარჩება მანამ, სანამ არ შეწყვეტს უკრაინის წინააღმდეგ თავის აგრესიულ ომს და მისთვის ამ ომით გამოწვეული ზარალის კომპენსაციას არ მოახდენს,” – ნათქვამია დოკუმენტში.
დოკუმენტი ასევე აღნიშნავს, რომ ევროკავშირის გააგრძელებს უკრაინისთვის “რეგულარულ და პროგნოზირებად” ფინანსურ დახმარებას, წევრ ქვეყნებს მოუწოდებს “დაუყოვნებლივ გაზარდონ ძალისხმევები, რათა დააკმაყოფილონ უკრაინის სამხედრო და თავდაცვითი საჭიროებები”.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას