უკრაინის მუდმივი წარმომადგენელი ვენაში ემინე ჯაფაროვა თანამდებობას ტოვებს მეუღლესთან დაკავშირებული სკანდალის გამო

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, ვენაში საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა ემინე ჯაფაროვამ გადადგომის შესახებ წერილი დაწერა.

“მოვლენები, რომლებიც ჩემსა და ჩემი ოჯახის გარშემო განვითარდა, სამწუხაროდ, მანიპულაციური და უსამართლოა. ამიტომ, ჩემი ძალისხმევა მიზნად ისახავს ჩემი და ჩემი შვილების უზრუნველყოფას. ასევე გადავწყვიტე, აღარ დავრჩე საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში და ჩემი გადადგომის შესახებ შესაბამისი განცხადება მინისტრ ს გავუგზავნე”, – წერს ჯაფაროვა თავის ფეისბუკის გვერდზე.
თებერვალში პრეზიდენტმა მ ჯაფაროვა ვენაში საერთაშორისო ორგანიზაციებში მუდმივ წარმომადგენლად დანიშნა. ამასთან აპრილამდე ქალი დიპლომატი კვლავ მუშაობდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ.

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, ემინე ჯაფაროვას მეუღლე ნაციონალიზებული „პრივატბანკის“ ყოფილი თანამფლობელი და ოლიგარქ იჰორ კოლომოიისკის ყოფილი ბიზნეს-პარტნიორი, გენადი ბოგოლიუბოვია, რომელმაც გამოძიების ნაციონალური ბიუროს თანახმად, ქვეყანა ივნისის ბოლოს უკრაინის მოქალაქის ვადაგასული პასპორტით დატოვა.

9 ივლისს საგამოძიებო ბიურომ ბოგოლიუბოვს აცნობა, რომ ეჭვმიტანილია სხვა პასპორტის გამოყენებით პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე გადასვლის მცდელობაში.

ეჭვმიტანილი ბიზნესმენი აცხადებს, რომ ჯერ არ იცის საერთოდ დაბრუნდება თუ არა ში. გენადი ბოგოლიუბოვი პოლონეთიდან დიდ ბრიტანეთში, იქიდან კი ვენაში გაემგზავრა.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ რკინიგზის სადგურამდე გენადი ბოგოლიუბოვი მისმა პარტნიორმა, ემინე ჯაფაროვამ მიაცილა.
ემინე ჯაფაროვა აღნიშნავს, რომ არ დაურღვევია კანო და არ გამოუყენებია თავისი ოფიციალური პოზიცია „კერძო ინტერესების მისაღწევად.”
· იჰორ კოლომოისკი უკრაინის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. ის დნეპროპეტროვსკის ყოფილი გუბერნატორია. 2021 წლის მარტიდან ის და მისი ოჯახი -ის სანქციების სიაში არიან.
· შარშან სექტემბრიდან კოლომოისკი უკრაინის საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება. თავიდან მას ბრალი დასდეს უცხოეთში 12,5 მილიარდი დოლარის გატანაში 2013-დან 2020 წლამდე პერიოდში. მოგვიანებით ბიზნესმენს კიდევ ორი ბრალდება წარუდგინეს „პრივატბანკის“ 233 მილიონი დოლარის უკანონოდ ხელში ჩაგდების თაობაზე.
· 2024 წლის მაისში უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ იჰორ კოლომოისკის შეატყობინა იმის შესახებ, რომ ის შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზებაში არის ეჭვმიტანილი.კოლომოისკი ბრალდებებს უარყოფს.
· კოლომოისკი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ერთ-ერთ სპონსორად ითვლებოდა 2019 წლის საპრეზიდენტო კამპანიისას.