უკრაინის მოქალაქის სკანდალური ინტერვიუ – ვინ ატარებს გამოკითხვებს საქართველოს აეროპორტებში?

“მთავარ არხთან” უკრაინის მოქალაქე, რომელიც საქართველოში დღეს, 30 მაისს ჩამოფრინდა და რომელმაც უსაფრთხოების მიზნით ვინაობის გამხელა არ ისურვა, აეროპორტში ნანახს ყვება. მისი თქმით, ყველა, ვისაც უკრაინული პასპორტი ჰქონდა, გამოსაკითხად გაჰყავდათ და ს შესახებ კითხვებს უსვამდნენ.
“გაგვიყვანეს ოთახში, სადაც ქალი და კაცი ისხდნენ, გამოგვართვეს პასპორტები და გვითხრეს დაიცადეთო, შემდეგ სათითაოდ გვიძახებდნენ. ის კაცი, რომელიც იქ იჯდა, ჩემი აზრით, ზედმეტად ქერა იყო იმისთვის, რომ ქართველი ყოფილიყო და სხვადასხვა შეკითხვებს უსვამდა ბიჭებს. ეკითხბოდა როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ რუსეთთან, თვლიდნენ თუ არა რომ ეს იყო ომი და არა სპეციალური სამხედრო ოპერაცია და ა. შ. მოკლედ, ყველანაირად ცდილობდნენ, რომ გაეგოთ რუსეთს მხარს უჭერდნენ თუ არა. ჩემი იქ ყოფნის დროს ერთმა ბიჭმა უთხრა, რომ ის არ უჭერდა მხარს რუსეთს და ქვეყანაში არ შემოუშვეს, მეორემ კი თქვა, რომ ხერსონის ოკუპირებული ტერიტორიიდან იყო და მასაც იგივე ბედი ეწია. მე მკითხეს, როგორი დამოკიდებულება მქონდა რუსეთთან, ვიყავი თუ არა ომში და ა. შ. საქართველოზეც მკითხეს, რა დამოკიდებულება მქონდა აქ მიმდინარე მოვლენებთან, მაგრამ ძირითადად რუსეთზე მეკითხებოდნენ. ამავე დროს, ადამიანები რუსული პასპორტით უპრობლემოდ შემოდიოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, მათ არაფერს ეკითხებოდნენ. ყველაზე – ძალიან ის მაკვირვებდა, ადამიანი რომელიც შეკითხვებს მისვამდა არ გავდა ქართველს, უფრო რუსს გავდა და ქართულიც არ იცოდა”- ამბობს უკრაინის მოქალაქე.