უკრაინის მოქალაქეებს საქართველომ უვიზოდ ყოფნის ვადა სამ წლამდე გაუხანგრძლივა

საქართველოს მთავრობამ უკრაინის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში უვიზოდ ყოფნის ვადა სამ წლამდე გაზარდა.
შესაბამისი ცვლილება შევიდა მთავრობის 2015 წლის 5 ივნისის N255 დადგენილებაში „იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა“.
ცვლილების თანახმად, უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ქვეყანაში სრული სამი წლით ყოფნის უფლება აქვთ.
მანამდე ეს პერიოდი ერთი წლით შემოიფარგლებოდა, 2023 წლის თებერვალში კი ორ წლამდე გახანგრძლივდა.
უცვლელი დარჩა სია დანარჩენი ქვეყნებისა, რომლებთანაც უვიზო ყოფნის რეჟიმი ერთი წლის ვადით მოქმედებს. მათ შორის – ს მოქალაქეებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საელჩო საქართველოში: ნაციონალ-სოციალისტური გერმანიის უპირობო კაპიტულაციით დასრულდა გერმანიის მიერ გაჩაღებული ომი, რომელმაც მილიონობით ადამიანი, მათ შორის ასი ათასობით ქართველი შეიწირა

შალვა პაპუაშვილი – მას შემდეგ, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის პრესსპიკერები გაჩუმდნენ, ლაპარაკი დაიწყო ევროკომისიის პრესსპიკერმა – ნათელია და ხელის გულზე დევს ის ორკესტრირებული თავდასხმები, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ ხორციელდება

შალვა პაპუაშვილი – მინდა, „ლელოს“ და პარტია „საქართველოსთვის“ ამომრჩევლებმა, ასევე სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა იცოდნენ, რომ ეს ორი პარტია გამალებით ემზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის