“უკრაინის მომავალი ევროპაშია… ჩვენ მტკიცედ ვდგავართ თქვენს გვერდით”, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელ X-ზე წერს და უკრაინის პრეზიდენტს მიმართავს. მისივე თქმით, გერმანია ევროკომისიის რეკომენდაციას მხარს უჭერს.
“უკრაინის მომავალი ევროპაშია. გერმანია მხარს უჭერს ევროკომისიის რეკომენდაციას ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებისა და საჭირო რეფორმების მხარდაჭერის გაგრძელების შესახებ. ზელენსკი, ჩვენ მტკიცედ ვდგავართ თქვენს გვერდით რამდენიხანიც საჭირო იქნება!” – წერს ოლაფ შოლცი.
Ukraine’s future is in Europe. Germany supports the @EU_Commission’s recommendation to open EU accession negotiations and continue to support necessary reforms.
@ZelenskyyUa: We stand firmly by your side for as long as it takes!— Bundeskanzler Olaf Scholz (@Bundeskanzler) November 30, 2023