დღეს, 22 ნოემბერს, უკრაინის მოკავშირეები სამხრეთ აფრიკაში, იოჰანესბურგში, G20-ის (დიდი ოცეული) სამიტზე შეიკრიბებიან. როგორც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, ისინი რუსეთთან ომის დასრულების აშშ-ის გეგმის „გაძლიერებას“ შეეცდებიან.
სამიტი იმართება მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა უკრაინას, რომ ქვეყანა ახლა ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე რთული მომენტის“ წინაშე დგას, რაც უკავშირდება ზეწოლას სამშვიდობო შეთანხმებით გათვალისწინებული გეგმის მიღების გამო და რომელი გეგმის პუნქტებიც მოსკოვისთვის ხელსაყრელი აღმოჩნდა.
BBC-ის ცნობით, ზელენსკი პარასკევს ტელეფონით ესაუბრა კირ სტარმერს, ასევე, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს.
„ჩვენ ყველას გვსურს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა – ეს სურს აშშ-ს პრეზიდენტს, ეს გვინდა ყველა ჩვენგანს. ამიტომ, ამ მიზნისკენ უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ პრინციპი, რომ უკრაინამ, თავისი სუვერენიტეტის ფარგლებში, საკუთარი მომავალი უნდა განსაზღვროს, ფუნდამენტური პრინციპია“, – განაცხადა სტარმერმა ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ.
G20-ს არ დაესწრებიან აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.




