“უკრაინის მიერ შემოთავაზებული სამშვიდობო გეგმა უაზროა” – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინის მიერ შემოთავაზებული სამშვიდობო გეგმა უაზროა, რადგან ის მიუღებელ ცნობას ეფუძნება. მაგალითად, როგორიცაა “მოსკოვის გაყვანა დაპყრობილი ტერიტორიებიდან.”
“ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ არა ზელენსკის ამ ფორმულების საფუძველზე. როგორ შეიძლება სერიოზულმა პოლიტიკოსმა ვაშინგტონში, ბრიუსელში, ლონდონში, პარიზში ან ბერლინში განაცხადოს, რომ ზელენსკის ფორმულას ალტერნატივა არ აქვს. და ამ ფორმულის არსი ის არის, რომ რუსეთმა უნდა დატოვოს , დონბასი, ნოვოროსია. რუსეთმა უნდა გადაიხადოს კონტრიბუცია. ხელმძღვანელობა უნდა მივიდეს ჰააგაში და ჩაბარდეს ტრიბუნალს, ნებაყოფლობით დათანხმდეს თავისი შეიარაღების შეზღუდვას, ყოველ შემთხვევაში ევროპის მოსაზღვრე რეგიონებში. აი, ამას ხალხი სერიოზულად ამბობს, ღიმილის გარეშე, რომ ეს ერთადერთი ფორმულაა,” – ამბობს ლავროვი.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი უარყოფს მოსკოვთან მოლაპარაკებების ნებისმიერ ფორმას, გარდა სამშვიდობო გეგმისა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – მანდატების შეწყვეტა თქვენი გადაწყვეტილებაა – აქეთ თუ მთხოვთ, რომ ჩვენ ვიზრუნოთ თქვენს ლეგიტიმაციაზე, ცდებით, გადავდოთ ჩემი მორალური შეფასებები და საქმეზე გადავიდეთ – იმედია მიკროფონს არ გამითიშავთ

თეა წულუკიანი გიორგი გახარიას – აგერ არის „One way ticket“, მას მერე, რაც იცოდით, რომ აქ უნდა მოსულიყავით, თქვენ ქვეყნიდან წახვედით, რატომ? – რა საჭირო იყო ქვეყნიდან ასე უცბად გაქცევა, რა ხდება ამ კომისიაზე ისეთი?