უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა. ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები Telegram არხზე ავრცელებს და წერს, რომ განგაში MiG-31K-ის აფრენას უკავშირდება.
ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.

ცნობისთვის, 29 დეკემბერს, რუსეთმა ზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმა განახორციელა. თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 31 ადამიანი დაიღუპა, 120 კი დაშავდა.