უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა, რუსების სარაკეტო იერიშები გრძელდება

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა, რუსების სარაკეტო იერიშები ამ დრომდე გრძელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.
„უკრაინამ დედაქალაქისკენ მიმართული ჰიპერბგერითი რაკეტა „კინჟალი“ მოიგერია“, – წერს უკრაინის საჰაერო ძალები „ტელეგრამის“ არხზე.
დღეს დილით, აფეთქებების ხმა დნეპროპეტროვსკისა და კიროვოგრადის ოლქებშიც ისმოდა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსების სარაკეტო შეტევები ამ დრომდე გრძელდება და საჰაერო თავდაცვა მთელი ქვეყნის მასშტაბით მუშაობს.
დაშავებულებისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო