უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული, რამდენიმე ოლქში აფეთქებების ხმები ისმის

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაშია გამოცხადებული, რუსული ძალები ქვეყანას რაკეტებით უტევენ, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ბომბდამშენებიდან გაშვებული ფრთოსანი რაკეტები დასავლეთის ოლქებისკენაა მიმართული, ზღვიდან გაშვებული რაკეტები კი ჩრდილოეთ და ცენტრალური ოლქებისკენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ვინიცაში, კროპივნიცკსა და კრივი-რიჰში აფეთქებების ხმები ისმოდა. ამასთან, აფეთქებების შესახებ იუწყებიან დნიპროდან, ზაპოროჟიედან, ოდესიდან და ხმელნიცკიდან.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ